პროექტის სახელწოდება: უორდროპები და საქართველო
მონაწილე მოსწავლეთა ასაკი: მე-11კლ. 16 წლ.
მიზნობრივი ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
მთავარი იდეა: საქართველოს შესახებ ინგლისურ ენაზე შექმნილი ნაწარმოებების გაცნობა.
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა უცხოური ენის და ქართული და უცხოური ლიტერატურის შესწავლით დაინტერესება.
ვადები/ხანგრძლივობა: 15-30 ნოემბერი, 2011წლ.
მოსალოდნელი შედეგი:მოსწავლეები გაეცნობიან ი.ჭავჭავაძის პოემას „განდეგილი“ ინგლისურ ენაზე, ასევე ოლივერ და მარჯორი უორდროპებს და მათ ნაშრომებს საქართველოზე.
15.11 | ბავშვები ეცნობიან უორდროპებს სახელმძღვანელოში |
16-24.11 | ჯგუფები მუშაობენ მასალების შეგროვებაზე |
25-26.11 | ჯგუფები ახდენენ თავიანთი დავალებების პრეზენტაციას კლასში |
27-29.11 | ბავშვები მუშაობენ Power Point-ში სლაიდების შექმნაზე სასკოლო პრეზენტაციისთვის |
30.11 | მოეწყობა პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებისათვის |
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნები.
პროექტუს მსვლელობა: მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას უორდროპებზე, მოსწავლეთა l ჯგუფს დაევალება ინტერნეტის საშუალებით ან ბიბლიოთეკაში მოიძიონ ზოგადი ინფორმაცია უორდროპებზე( ბიოგრაფიული ცნობები, საქმიანობა) ფოტომასალის ჩათვლით. llჯგუფს დაევალება მოიძიონ უორდროპების მიერ შექმნილი წიგნები საქართველოს შესახებ(ასევე ინტერნეტით ან ბიბლიოთეკაში). lllჯგუფი გაეცნობა“განდეგილის“ უორდროპებისეულ თარგმანს და შეადარებს სხვა გამოცემებს.
ამ მასალების შეგროვების შემდეგჯგუფები მოახდენენ თავიანთი დავალებების პრეზენტაციას კლასის წინაშე. შემდეგ მუშაობენ ერთობლივად პრეზენტაციის შექმნაზე Power Point-ში სასკოლო პრეზენტაციისთვის.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ლიტერატურა(ეცნობიან ქართველი მწერლის ნაწარმოებს), ისტორია(ეცნობიან ისტორიულ ფაქტებს ინგლისის შესახებ).
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა კაკიაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:marina.kakiashvili1@gmail.com
No comments:
Post a Comment